Saturday, September 7, 2013

პროექტი


მთავარი თემა მეგობრობა

მნიშვნელობა/აქტუალურობა რა არის მეგობრობა,ვინ არის ჭეშმარიტი მეგობარი.

მიზნები და შედეგები დამოუკიდებლად მუშაობის,თანამშრომლობის,შემოქმედებითი, სიმღერის უნარ-ჩვევების განვითარება.
შედეგები
ქართ.I.1. მოსწავლე ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს მარტივ ინფორმაციას;სწორად რეაგირებს ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
ქართ.I.4.მოსწავლე ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
ს.გ.I.2. მოსწაცვლე მიმართავს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუსევრის შექმნისას.
ს.გ.I.6. მოსწავლე მუშაობს ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
ს.გ.I.9 მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
მუს.I.2 მოსწავლე მღერის მარტო და სხვებთან ერთად.
მუს.I.3 მოსწავლე მიმართავს გამოხატვის სხვადასხვაფორმებს გარკვეული განწყობილების გადმოსაცემად.
მუს.I.7 მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

შეფასების საგანი და პროცედურები თანამშრომლობა ,პრეზენტაცია.

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ წაკითხული უნდა ჰქონდეთ ზღაპარი ,,რწყილი და ჭიანჭველა”,იცოდნენ როლური თამაში.

რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო. საბავშვო ზღაპრების წიგნი,ფორმატები, , DVD დისკზე ფონოგრამა,სლაიდები,ფერადი ქაღალდები,წებო,მაკრატელი,აკვარელი ,ფუნჯი,სხვადასხვა სახის ნაჭრები,ნემსი და ძაფი.

სასწავლო პროექტის მსვლელობა
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს წერილს.

,, მე არ მყავს მეგობარი ან კი რად მინდა?რას გამიკეთებს ,ზედმეტი თავის ტკივილია.დედა მეუბნება :შეიძინე მეგობარი, გაჭირვების დროს მეგობარი გიშველისო,მაგრამ მე მისი არ მესმის ,ასედაც კარგად ვარ.თქვენ რას ფიქრობთ ბავშვებო ხომ მართალი ვარ?
თქვენ თუ ასე არ ფიქრობთ დამიმტკიცეთ.”

მასწავლებელი ბავშვებთან ერთად გეგმავს,რა შეიძლება გააკეთონ ბავშვის დასახმარებლად.

სავარაუდო ჩამონათვალი:
1) დაწერონ წერილი;
2)გაინაწილონ როლები და დადგან სპექტაკლი,,რწყილი და ჭიანჭველა”;
3)შეისწავლონ ლექსები და ანდაზები მეგობრობის შესახებ;
4)შეისწავლონ სიმღერა მეგობრობაზე.
5)შექმნან ნიღბები და კოსტიუმები ინსცენირებისათვის.

მუსიკის მასწავლებელთან შეთანხმებით სამუშაო უნდა შესრულდეს 3 კვირის განმავლობაში.
სამუშაოში ჩართულია მთელი კლასი.

პრეზენტაცია/შეფასება პროექტის დასრულების შემდეგ,დაპატიჟებენ მშობლებს და მოხდება პრეზენტაცია.
( წარმოადგენენ ზღაპარს ,,რწყილი და ჭიანჭველა”,წაიკითხავენ ლექსებს,ანდაზებს, იმღერებენ სიმღერას.პრეზენტაციის ბოლოს წაიკითხავენ გასაგზავნ წერილს .

პრეზენტაციას აფასებენ მასწავლებელი და მშობლები.

Monday, August 19, 2013

შეფასების რუბრიკა

ფასდება
მინიმალური*
საშუალო **
მაქსიმალური***
სააზროვნო უნარ- ჩვევა
ნელა აზროვნებს,დახმარების გარეშე უჭირს მიცემული დავალებების შესრულება.
ზოგჯერ სჭირდება დახმარება
დამოუკიდებლად ,დახმარების გარეშე აზროვნებს სწორად
ჩართულობა
გაკვეთილის პროცესში პასიურადაა ჩართული
გაკვეთილის პროცესში ზოგჯერ პასიურობს
ყოველთვის აქტიურია
წერითი დავალებები
ასრულებს წერით დავალებებს ,მაგრამ შეცდომით
ასრულებს მიცემულ დავალებებს ,მინიმალური შეცდომით
უშეცდომოდასრულებს დავალებებს,ლამაზი ნამუშევარია.