Friday, April 4, 2014








გაკვეთილის  თემა
 ასო-ბგერა ს
სწავლების საფეხური
  1 კლასი 
             პედაგოგი:მ.კვირკაშვილი
მოსწავლეთა პროფილი
 16 მოსწავლე
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
 ასო-ბგერა -ს გაცნობა
ზეპირმეტყველების განვითარება
კითხვის მარტივი უნარ-ჩვევების გამომუშავება
წერის  უნარ-ჩვევების დაუფლება
წინასწარიცოდნა
იცის  ა და ი  ასო-ბგერების კითხვა,წერა .
ფლოს  ზეპირმეტყველების მარტივი უნარებს
შეფასების საგანი და პროცედურები
  კითხვის უნარი
ზეპირმეტყველების უნარი
 წერის უნარი
ურთიერთშეფასება,თვითშეფასება,ზეპირი სიტყვიერი  კომენტარები.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,სავარჯიშო რვეული,ავტო-კალამი,ბუკი,უბრალო ფანქარი,დაფა, ცარცი.
გაკვეთილისმსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
 A ფაზა
გამოწვევა  10 წთ
·         სურათის აღწერა
·         სიტყვის ,,საათი“ ანალიზი-სინთეზი
·         სიტყვებში ს ასოს მოძებნა და მონიშვნა.
ფაზა
ძირითადი ნაწილი  20 წთ
·         ბასტი-ბუბუ ანბანით ს ასო ბგერის გაცნობა
·         მარცვლების შედგენა ს ასოს გამოყენებით
·         კითხვა
·         შესვენება   2 წთ
·         ს ასო-ბგერის გრაფიკული ანალიზი ბუკის გამოყენებით და დაფასთან.
·         ს ასოს წერა რვეულებში
C ფაზა
რეფლექსია       3 წთ



  
          საგანი

       
               ბუნება
                                 ავტ.გ.კვანტალიანი

გაკვეთილის თემა

        
              ჩვენი ზოოპარკი

კლასი
                 I კლასი   
                                15 მოსწავლე
კავშირი სტანდართან
ბუნ.1.2 მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული   ნიშნის მიხედვით.
·        აჯგუფებს ორგანიზმებს მცენარეებად და ცხოველებად და აღწერს მათ განმასხვევებელ ნიშნებს;

ბუნ.1.7. მოსწავლეს შეუძლია უსაფრთხო ქცევის ელემენტარული  წესების დაცვა

·        საუბრობს ცხოველებთან და მცენარეებთან უსაფრთხო ურთიერთობებზე;
მიზანი
მოსწავლეებმა შეძლონ ზოოპარკში მობინადრე ცხოველების ამოცნობა და მათი მარტივად დახასიათება;
შეისწავლონ ზოოპარკში უსაფრთხოების წესების დაცვა;
მიიღონ მოკლე ინფორმაცია თუ როგორ უვლიან ზოოპარკში ცხოველებს;
გაიაზრონ ზოოპარკის ფუნქცია;
მოსწავლეებში   კრიტიკული აზროვნების   უნარებ-ჩვევების განვითარება .

წინაპირობები
მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს შინაური და გარეული ცხოველები;იცის ლექსები ზოოპარკში მობინადრე  ცხოველებზე;აქვს წარმოდგენა რა არის ზოოპარკი.

გამოსაყენებელი რესურსები
სახელმძღვანელო, ცხოველების სლაიდები,პროექტორი,ბუკი,ფორმატები ცხოველების სურათებით,ამოცანები ცხოველებზე.
მოსწავლეთა ორგანიზება
მთელი კლასი,ინდივიდუალური,ჯგუფური.



გაკვეთილის აქტივობები
1.      კითხვა პასუხი      (მთელი კლასი)                         (5 წთ)         
გიყვართ ცხოველები?
რა ცხოველი გყავთ სახლში?
ყველას შეუძლია სახლში ცხოველი ჰყავდეს?
სად შუძლიათ იმ ბავშვებს ურთიერთობა ცხოველებთან?
ყოფილხართ ზოოპარკში?

2.    მინი ლექცია,,ცოტა ხნით ზოოპარკში შევიაროთ“
                                                       სლაიდების ჩვენება       (10 წთ)


3.    დაასრულეთ      მოთხრობა    (მთელი კლასი)                   (8 წთ)

ერთხელ მაია და ნიკოლოზი დედამ ზოოპარკში წაიყვანა.ზოოპარკში ბევრი ბავშვი იყო.ბავშვები ხან ერთ გალიასთან ჩერდებოდნენ , ხან მეორესთან.ცხოველები ხალხს შეჩვეული იყვნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ.ნიკოლოზს განსაკუთრებით  მაიმუნები მოეწონა;ცელქი პატარა მაიმუნები დახტოდნენ და თავდაყირა ეკიდებოდნენ,იმანჭებოდნენ... ნიკოლოზმა კანფეტის ქაღალდი შენიშნა . მიხვდა ,რომ მაიმუნებს კანფეტის ჭამა უყვართ.ნიკოლოზს ჯიბეში კანფეტი ედო.ის არც დაფიქრებულა,ამოიღო  კანფეტი ,გალიას მიუახლოვდა,ხელი შეჰყო და მაიმუნს კანფეტი მიაწოდა
...(დაასრულე  მოთხრობა)
მოიფიქრეთ რა წესები უნდა დაიცვათ ზოოპარკში ცხოველებთან ურთიერთობისას?


4.      თამაში,, გამოიცანი ცხოველი“(ჯგუფური მუშაობა)(10 წთ)


5.    შეჯამება               (2 წთ)

·        რითი იყო საინტერესო გაკვეთილი?

·        რისთვის ყოფილა საჭირო ზოოპარკი?

·        გაითვალისწინებთ თუ არა  დღეს რაც შეისწავლეთ  ზოოპარკში ყოფნისას?
·        რა ვერ გაიგეთ?


შეფასება

ფასდება   მსჯელობა,ჩართულობა

 შეფასების ფორმები:სიტყვიერი კომენტარი,შეფასების რუბრიკა




შედეგი





მოსწავლეებმა შეძლეს ზოოპარკში მობინადრე ცხოველების ამოცნობა და მათი მარტივად დახასიათება;
 ზოოპარკში უსაფრთხოების წესების დაცვა;
მიიღეს მოკლე ინფორმაცია თუ როგორ უვლიან ზოოპარკში ცხოველებს;
გაიაზრეს ზოოპარკის ფუნქცია;
განივითარეს   კრიტიკული აზროვნების   უნარ-ჩვევები.


თვითშეფასება

რესურსები კარგად მქონდა შერჩეული და მიზნის მიღწევაში დამეხმარა,აქტივობებიც კარგად მქონდა დაგეგმილი,მაგრამ ჯგუფურ მუშაობაში ნაკლოვანებები იყო ,რადგან მოსწავლეებს ჯერ კიდევ არ აქვთ გუნდური მუშაობისთვის საჭირო უნარები ჩამოყალიბებული.





             შefasebis rubrika  


                                                    
                                          მსჯელობა

sanimuSo

მსჯელობს ,მკაფიოდ აყალიბებს აზრს.


saSualo

მსჯელობს , მაგრამ აზრის ჩამოყალიბებაში დახმარემბა სჭირდება


elementaruli

უჭირს მსჯელობა საკითხზე    ან არმიზნობრივად მსჯელობს.


                    
             CarTuloba


sanimuSo

aqtiuria yvela saklaso aqtivobebis Sesrulebisas. უსმენს მოსაუბრეს.

saSualo

metnaklebad  aqtiurobs sagakveTilo procesSi,უსმენს მოსაუბრეს.

elementaruli


pasiuria ,გონებაგაფანტული,ar iCens did yuradRebas   gakveTilisadmi.



                                                 პედაგოგი: მ.კვირკაშვილი

Saturday, September 7, 2013

პროექტი


მთავარი თემა მეგობრობა

მნიშვნელობა/აქტუალურობა რა არის მეგობრობა,ვინ არის ჭეშმარიტი მეგობარი.

მიზნები და შედეგები დამოუკიდებლად მუშაობის,თანამშრომლობის,შემოქმედებითი, სიმღერის უნარ-ჩვევების განვითარება.
შედეგები
ქართ.I.1. მოსწავლე ისმენს და ადეკვატურად აღიქვამს მარტივ ინფორმაციას;სწორად რეაგირებს ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.
ქართ.I.4.მოსწავლე ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.
ს.გ.I.2. მოსწაცვლე მიმართავს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუსევრის შექმნისას.
ს.გ.I.6. მოსწავლე მუშაობს ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
ს.გ.I.9 მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
მუს.I.2 მოსწავლე მღერის მარტო და სხვებთან ერთად.
მუს.I.3 მოსწავლე მიმართავს გამოხატვის სხვადასხვაფორმებს გარკვეული განწყობილების გადმოსაცემად.
მუს.I.7 მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.

შეფასების საგანი და პროცედურები თანამშრომლობა ,პრეზენტაცია.

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ წაკითხული უნდა ჰქონდეთ ზღაპარი ,,რწყილი და ჭიანჭველა”,იცოდნენ როლური თამაში.

რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსია საჭირო. საბავშვო ზღაპრების წიგნი,ფორმატები, , DVD დისკზე ფონოგრამა,სლაიდები,ფერადი ქაღალდები,წებო,მაკრატელი,აკვარელი ,ფუნჯი,სხვადასხვა სახის ნაჭრები,ნემსი და ძაფი.

სასწავლო პროექტის მსვლელობა
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს წერილს.

,, მე არ მყავს მეგობარი ან კი რად მინდა?რას გამიკეთებს ,ზედმეტი თავის ტკივილია.დედა მეუბნება :შეიძინე მეგობარი, გაჭირვების დროს მეგობარი გიშველისო,მაგრამ მე მისი არ მესმის ,ასედაც კარგად ვარ.თქვენ რას ფიქრობთ ბავშვებო ხომ მართალი ვარ?
თქვენ თუ ასე არ ფიქრობთ დამიმტკიცეთ.”

მასწავლებელი ბავშვებთან ერთად გეგმავს,რა შეიძლება გააკეთონ ბავშვის დასახმარებლად.

სავარაუდო ჩამონათვალი:
1) დაწერონ წერილი;
2)გაინაწილონ როლები და დადგან სპექტაკლი,,რწყილი და ჭიანჭველა”;
3)შეისწავლონ ლექსები და ანდაზები მეგობრობის შესახებ;
4)შეისწავლონ სიმღერა მეგობრობაზე.
5)შექმნან ნიღბები და კოსტიუმები ინსცენირებისათვის.

მუსიკის მასწავლებელთან შეთანხმებით სამუშაო უნდა შესრულდეს 3 კვირის განმავლობაში.
სამუშაოში ჩართულია მთელი კლასი.

პრეზენტაცია/შეფასება პროექტის დასრულების შემდეგ,დაპატიჟებენ მშობლებს და მოხდება პრეზენტაცია.
( წარმოადგენენ ზღაპარს ,,რწყილი და ჭიანჭველა”,წაიკითხავენ ლექსებს,ანდაზებს, იმღერებენ სიმღერას.პრეზენტაციის ბოლოს წაიკითხავენ გასაგზავნ წერილს .

პრეზენტაციას აფასებენ მასწავლებელი და მშობლები.

Monday, August 19, 2013

შეფასების რუბრიკა

ფასდება
მინიმალური*
საშუალო **
მაქსიმალური***
სააზროვნო უნარ- ჩვევა
ნელა აზროვნებს,დახმარების გარეშე უჭირს მიცემული დავალებების შესრულება.
ზოგჯერ სჭირდება დახმარება
დამოუკიდებლად ,დახმარების გარეშე აზროვნებს სწორად
ჩართულობა
გაკვეთილის პროცესში პასიურადაა ჩართული
გაკვეთილის პროცესში ზოგჯერ პასიურობს
ყოველთვის აქტიურია
წერითი დავალებები
ასრულებს წერით დავალებებს ,მაგრამ შეცდომით
ასრულებს მიცემულ დავალებებს ,მინიმალური შეცდომით
უშეცდომოდასრულებს დავალებებს,ლამაზი ნამუშევარია.