Friday, April 4, 2014

  
          საგანი

       
               ბუნება
                                 ავტ.გ.კვანტალიანი

გაკვეთილის თემა

        
              ჩვენი ზოოპარკი

კლასი
                 I კლასი   
                                15 მოსწავლე
კავშირი სტანდართან
ბუნ.1.2 მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული   ნიშნის მიხედვით.
·        აჯგუფებს ორგანიზმებს მცენარეებად და ცხოველებად და აღწერს მათ განმასხვევებელ ნიშნებს;

ბუნ.1.7. მოსწავლეს შეუძლია უსაფრთხო ქცევის ელემენტარული  წესების დაცვა

·        საუბრობს ცხოველებთან და მცენარეებთან უსაფრთხო ურთიერთობებზე;
მიზანი
მოსწავლეებმა შეძლონ ზოოპარკში მობინადრე ცხოველების ამოცნობა და მათი მარტივად დახასიათება;
შეისწავლონ ზოოპარკში უსაფრთხოების წესების დაცვა;
მიიღონ მოკლე ინფორმაცია თუ როგორ უვლიან ზოოპარკში ცხოველებს;
გაიაზრონ ზოოპარკის ფუნქცია;
მოსწავლეებში   კრიტიკული აზროვნების   უნარებ-ჩვევების განვითარება .

წინაპირობები
მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს შინაური და გარეული ცხოველები;იცის ლექსები ზოოპარკში მობინადრე  ცხოველებზე;აქვს წარმოდგენა რა არის ზოოპარკი.

გამოსაყენებელი რესურსები
სახელმძღვანელო, ცხოველების სლაიდები,პროექტორი,ბუკი,ფორმატები ცხოველების სურათებით,ამოცანები ცხოველებზე.
მოსწავლეთა ორგანიზება
მთელი კლასი,ინდივიდუალური,ჯგუფური.



გაკვეთილის აქტივობები
1.      კითხვა პასუხი      (მთელი კლასი)                         (5 წთ)         
გიყვართ ცხოველები?
რა ცხოველი გყავთ სახლში?
ყველას შეუძლია სახლში ცხოველი ჰყავდეს?
სად შუძლიათ იმ ბავშვებს ურთიერთობა ცხოველებთან?
ყოფილხართ ზოოპარკში?

2.    მინი ლექცია,,ცოტა ხნით ზოოპარკში შევიაროთ“
                                                       სლაიდების ჩვენება       (10 წთ)


3.    დაასრულეთ      მოთხრობა    (მთელი კლასი)                   (8 წთ)

ერთხელ მაია და ნიკოლოზი დედამ ზოოპარკში წაიყვანა.ზოოპარკში ბევრი ბავშვი იყო.ბავშვები ხან ერთ გალიასთან ჩერდებოდნენ , ხან მეორესთან.ცხოველები ხალხს შეჩვეული იყვნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ.ნიკოლოზს განსაკუთრებით  მაიმუნები მოეწონა;ცელქი პატარა მაიმუნები დახტოდნენ და თავდაყირა ეკიდებოდნენ,იმანჭებოდნენ... ნიკოლოზმა კანფეტის ქაღალდი შენიშნა . მიხვდა ,რომ მაიმუნებს კანფეტის ჭამა უყვართ.ნიკოლოზს ჯიბეში კანფეტი ედო.ის არც დაფიქრებულა,ამოიღო  კანფეტი ,გალიას მიუახლოვდა,ხელი შეჰყო და მაიმუნს კანფეტი მიაწოდა
...(დაასრულე  მოთხრობა)
მოიფიქრეთ რა წესები უნდა დაიცვათ ზოოპარკში ცხოველებთან ურთიერთობისას?


4.      თამაში,, გამოიცანი ცხოველი“(ჯგუფური მუშაობა)(10 წთ)


5.    შეჯამება               (2 წთ)

·        რითი იყო საინტერესო გაკვეთილი?

·        რისთვის ყოფილა საჭირო ზოოპარკი?

·        გაითვალისწინებთ თუ არა  დღეს რაც შეისწავლეთ  ზოოპარკში ყოფნისას?
·        რა ვერ გაიგეთ?


შეფასება

ფასდება   მსჯელობა,ჩართულობა

 შეფასების ფორმები:სიტყვიერი კომენტარი,შეფასების რუბრიკა




შედეგი





მოსწავლეებმა შეძლეს ზოოპარკში მობინადრე ცხოველების ამოცნობა და მათი მარტივად დახასიათება;
 ზოოპარკში უსაფრთხოების წესების დაცვა;
მიიღეს მოკლე ინფორმაცია თუ როგორ უვლიან ზოოპარკში ცხოველებს;
გაიაზრეს ზოოპარკის ფუნქცია;
განივითარეს   კრიტიკული აზროვნების   უნარ-ჩვევები.


თვითშეფასება

რესურსები კარგად მქონდა შერჩეული და მიზნის მიღწევაში დამეხმარა,აქტივობებიც კარგად მქონდა დაგეგმილი,მაგრამ ჯგუფურ მუშაობაში ნაკლოვანებები იყო ,რადგან მოსწავლეებს ჯერ კიდევ არ აქვთ გუნდური მუშაობისთვის საჭირო უნარები ჩამოყალიბებული.





             შefasebis rubrika  


                                                    
                                          მსჯელობა

sanimuSo

მსჯელობს ,მკაფიოდ აყალიბებს აზრს.


saSualo

მსჯელობს , მაგრამ აზრის ჩამოყალიბებაში დახმარემბა სჭირდება


elementaruli

უჭირს მსჯელობა საკითხზე    ან არმიზნობრივად მსჯელობს.


                    
             CarTuloba


sanimuSo

aqtiuria yvela saklaso aqtivobebis Sesrulebisas. უსმენს მოსაუბრეს.

saSualo

metnaklebad  aqtiurobs sagakveTilo procesSi,უსმენს მოსაუბრეს.

elementaruli


pasiuria ,გონებაგაფანტული,ar iCens did yuradRebas   gakveTilisadmi.



                                                 პედაგოგი: მ.კვირკაშვილი

No comments:

Post a Comment