რიცხვი 7-ის გაცნობა
I კლასი
მთავარი თემა
|
რიცხვი 7, ციფრი 7.
|
მნიშვნელობა/აქტუალურობა
|
ბავშვები გაეცნონ რიცხვს 7, ისწავლონ რაოდენობების შედარება -შეფასება.
|
მიზნები და შედეგები
|
წაიკითხონ ,იანგარიშონ და დაწერონ 7,
გამოსახონ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
მათ.I.1 ერთმანეთს უსაბამებს რიცხვებს,რიცხვით სახელებს და რაოდენობებს.
მათ.I.3 აკავშირებს თვლას ,რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს და შეკრება -გამოკლების მოქმედებებს ერთმანეთთან.
მათ.I.4 აფასებს და ადარებს რაოდენობებს.
მათ.1.5 განავრცობს ,წარმოადგენს და ადარებს საგნების პერიოდულ განლაგებებს.
მათ.1. 6 ამოიცნობს და აღწერს ბრტყელ ფიგურებს.
|
თემატური ელემენტი
|
შესამზადებელი სავარჯიშოები;
როგორ მივიღებთ 7-ს სხვადასხვა საგნებით;
რიცხვი 7 ცხოვრებაში.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
ფასდება შემდეგი უნარები:
სააზროვნო უნარ -ჩვევები;
გაკვეთილზე ჩართულობა.
წერითი დავალებები.
შეფასების რუბრიკა იხილეთ დამატებით გვერდზე
|
რა ცოდნას უნდა ფლობდეს მოსწავლეები წინასწარ.
|
იცოდნენ ზეპირად თვლა ათამდე, რიცხვების წერა ,შეკრება -გამოკლება 6-ის ფარგალში, ციფრი 6 -ის შემადგენლობა,რაოდენობების და გროვების დაკავშირება,იცნობდნენ მარტივ გეომეტრიულ ფიგურებს.
|
რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებია საჭირო
|
პირველი კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო,რვეული, უბრალო ფანქარი, სახაზავი, საშლელი, კომპიუტერში პრეზენტა-
ცია,,რიცხვი 7 ჩვენს ცხოვრებაში”
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
შესამზადებელი სავარჯიშოები: (7წთ)
-დავითვალოთ გუნდურად ათამდე(წაღმა -უკუღმა);
-რომელია 6-ის წინა რიცხვი?
-რა რიცხვებია 6-ზე ნაკლები?
-რომელი რიცხვების მიმატებით ვღებულობთ 6 -სს.
-რა მიიღება თუ 6+1?
რა რიცხვია 6-ის მომდევნო?
-რომელი რიცხვია ნაკლები 6 თუ 7?
-რომელი რიცხვია მეტი 7 თუ 5? და ა. შ.
ამოცანები: (3 წთ)
-ლიკამ ტყეში 3 სოკო იპოვა,გიამ კი 4.სულ რამდენი სოკო უპოვიათ ბავშვებს?
წერითი დავალებები (20 წთ)
ბავშვებს ეძლევათ დავალება დახატონ 2 წითელი და 5 ლურჯი წრე.
დახატონ 3 მწვანე და 4 ყვითელი სამკუთხედი(თან მიუწერონ რა მოქმედება შესრულდა.)
სრულდება სახელმძღვანელოში მოცემული ტესტური დავალებები
დაალაგეთ რიცხვები ზრდადობის მიხედვით:
3,1,7,5,4,6,2.
დაალაგეთ რიცხვები კლებადობის მიხედვით:
6,4,7,2,3,5.
ბავშვებმა სხვადასხვა საგანთა გამოყენებით შეადგინონ შვიდეულები.
ბავშვებმა სხვადასხვა რაოდენობების გროვებში უნდა გაარკვიონ რომელშია 7 საგანი.
საგანთა პერიოდული განლაგება (3 წთ)
მწვანე და წითელი ჩხირები განალაგონ შემდეგი წესით:წითელი ჩხირი,ლურჯი ჩხირი,წითელი ჩხირი, ლურჯი ჩხირი.....
ან დახატონ მწვანე წრე, ყვითელი სამკუთხედი, ცისფერი კვადრატი,მწვანე წრე, ყვითელი სამკუთხედი, ცისფერი კვადრატი.....
გაკვეთილის ბოლოს ბავშვები ეცნობიან პრეზენტაციას,,რიცხვი 7 ჩვენს ცხოვრებაში”
(5 წთ)
საშინაო დავალებების მონიშვნა (2წთ)
|
დიფერენცირებული სწავლება
|
--------------------------------------
|
შეფასების ცხრილი
ფასდება
|
მინიმალური*
|
საშუალო **
|
მაქსიმალური***
|
სააზროვნო უნარ- ჩვევა
|
ნელა აზროვნებს,დახმარების გარეშე უჭირს მიცემული დავალებების შესრულება.
|
ზოგჯერ სჭირდება დახმარება
|
დამოუკიდებლად ,დახმარების გარეშე აზროვნებს სწორად
|
ჩართულობა
|
გაკვეთილის პროცესში პასიურადაა ჩართული
|
გაკვეთილის პროცესში ზოგჯერ პასიურობს
|
ყოველთვის აქტიურია
|
წერითი დავალებები
|
ასრულებს წერით დავალებებს ,მაგრამ შეცდომით
|
ასრულებს მიცემულ დავალებებს ,მინიმალური შეცდომით
|
უშეცდომოდ ასრულებს დავალებებს,ლამაზი ნამუშევარია.
|