Sunday, June 13, 2010

,,ბებერი მწევრისა და ტრაბახა კურდღელის გასაუბრება”




მთავარი თემა
,,ბებერი მწევრისა და ტრაბახა კურდღელის გასაუბრება”

მნიშვნელობა/აქტუალურობა
ძაღლებისს ჯიშების გაცნობა.მწევარი ძაღლების ხასიათი .კარგისა და ცუდის გარჩევა.
მიზნები და შედეგები მიზნები:
-პოეტური ტექსტის აღქმა;
-სწორი შეგნებული კითხვის დაუფლება;
-მეტყველებისა და აზროვნების განვითარება ;
-გრაფიკული ჩვევების დაუფლება.
------------------------------------------------------
შედეგები:
ქართ.1.2. მოსწავლე გადმოსცემს მარტივ ინფორმაციას მისთვისნაცნობ თემებზე.

ქართ.1.4. მოსწავლე ისმენს და იგებს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილ მცირე ზომის ტექსტებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას.

ქარტ.1.5. მოსწავლე სათანადოდ აღიქვამს წაკითხული მარტივი ტექსტის შინაარსს.

ქართ.1.7. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.

ქართ.1.8. მოსწავლე გამოხატავს თავის დამოკიდებულებას წაკითხული ტექსტის მიმართ.

ქართ1.9. მოსწავლე წერს კარნახით და ნაბეჭდი ტექსტიდან/დაფიდან გადაწერს მარტივ წინადადებებს.


რა ცოდნას უნდა ფლობდეს მოსწავლეები წინასწარ. სწორი მეტყველება;
წიგნთან მუშაობის ჩვევები;
მოსმენისა და საუბრის წესები;
ძაღლების შესახებ მარტივი ინფორმაცია.

შეფასების საგანი და პროცედურები შეფასება: სიტყვიერი კომენტარი,სიმბოლოები.
პირობითი ჩათვლა +
ჩათვლა ++
წარმატებით ჩათვლა +++

სიტყვიერი:ყოჩაღ, კარგია,როგორი ჭკვიანი ხარ,ასე განაგრძე კარგია,დღეს შენ მე ძალიან გამახარე,შენ ეს შეგიძლია.(მთელი კლასის წინაშე შექება)













-რას პასუხობს მწევარი?თქვენი სიტყვებით გადმოეცით.
-რისი იმედი აქვს მწევარს?
-შეიძლება თუ არა რომ ჰქონდეს მას ლეკვის იმედი?
-ლექსის მიხედვით როგორია მწევარი?(უძლური,უფეხო,დასუსტებული,ბებერი,მაგრამ იმედიანი.)
-როგორია კურდღელი?(უზრდელი,თამამი,მხიარული, ტრაბახა,თავდაჯერებული.)
-მოგწონთ თუ არა კურდღელის საქციელი?
-რა არის მთავარი ამ ლექსში?(ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი სჯობდეს მამასა.)

ფასდება ანალიზის ,მეტყველების,საკუთარი აზრის გამოთქმის და დასაბუთების უნარი.




4.სიტყვის სალარო 3წთ
(წიგნში მუშაობა)
ჩავსვათ გამოტოვებული სიტყვები:
1)ბებერი მწევარი კურდღელს ვეღარ იჭერს.
2)კურდღელი ბუჩქნარში იმალება.

ფასდება წინადადების აღდგენის უნარი.


5. წერითი დავალება 3წთ

კარნახით წერა:
ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მწევარი.

ფასდება წერის ჩვევები.




საშინაო დავალების მონიშვნა 3წთ

გაკვეთილის მიმდინარეობა 40 წთ





დიფერენცირებული სწავლება რადგან კლასში 5 არაქართველი არის ,ამიტომ გამოვიყენებ ფერად ილუსტრაციებს ,მარტივ კითხვებს,გაგრძელებით კითხვას.



კრიტერიუმები მინიმალური
საშუალო
მაქსიმალური

კითხვა კითხულობს ასო- ასო,შეცდომით ამოყავს სიტყვა. კითხულობს მარცვალ -მარცვალ,ამოყავს სიტყვა,ხვდება წაკითხულის მნიშვნელობას. კითხულობს გაბმით.მკაფიოდ წარმოსთქვამს ბგერებს,სიტყვებს ,წინადადებებს საჭირო ინტონაციით.
მსჯელობა დამოუკიდებლად ვერ ახერხებს მოცემული საკითხზე მსჯელობას გამოთქვამს აზრს თემის ირგვლივ,მაგრამ უჭირს დასაბუთება დამოუკიდებლად აყალიბებს მოცემულ თემაში დასმულ პრობლემას და ასაბუთებს საკუთარ აზრს .
წერითი დავალებები ასოები მართებულად არ არის დაწერილი.უსუფთაო ნაწერია დაცულია ასოთა დაწერილობა ,მაგრამ რამოდენიმე შემთხვევაში ან
ასოა გამოტოვებული,ან შუალედი არ არის დაცული.ნაწერი სუფთაა. დაცულია ასოთა სიმრვალე, სიმეტრიულობა.სუფთა ნაწერია,უშეცდომო.
შეფასების ცხრილი

No comments:

Post a Comment