Thursday, June 24, 2010

7

                      რიცხვი 7-ის გაცნობა
                                                                    I კლასი
 
მთავარი თემა
რიცხვი 7, ციფრი 7.
მნიშვნელობა/აქტუალურობა
ბავშვები გაეცნონ რიცხვს 7, ისწავლონ რაოდენობების შედარება -შეფასება.
მიზნები და შედეგები
წაიკითხონ ,იანგარიშონ და დაწერონ 7,
გამოსახონ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
 
მათ.I.1 ერთმანეთს უსაბამებს რიცხვებს,რიცხვით სახელებს და რაოდენობებს.
მათ.I.3   აკავშირებს თვლას ,რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს და შეკრება -გამოკლების მოქმედებებს ერთმანეთთან.
ათ.I.4  აფასებს და ადარებს რაოდენობებს.
მათ.1.5 განავრცობს ,წარმოადგენს და ადარებს საგნების პერიოდულ განლაგებებს.
მათ.1. 6  ამოიცნობს და აღწერს ბრტყელ ფიგურებს.
თემატური ელემენტი
შესამზადებელი სავარჯიშოები;
როგორ მივიღებთ 7-ს სხვადასხვა საგნებით;
რიცხვი 7 ცხოვრებაში.
 
შეფასების საგანი და პროცედურები
ფასდება შემდეგი უნარები:
  სააზროვნო უნარ -ჩვევები;
გაკვეთილზე ჩართულობა.
წერითი დავალებები.
შეფასების რუბრიკა იხილეთ დამატებით გვერდზე
 
 
რა ცოდნას უნდა ფლობდეს მოსწავლეები წინასწარ.
იცოდნენ ზეპირად თვლა ათამდე, რიცხვების წერა ,შეკრება -გამოკლება 6-ის ფარგალში, ციფრი 6 -ის შემადგენლობა,რაოდენობების და გროვების დაკავშირება,იცნობდნენ მარტივ გეომეტრიულ ფიგურებს.
რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებია საჭირო
პირველი კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო,რვეული, უბრალო ფანქარი, სახაზავი, საშლელი, კომპიუტერში  პრეზენტა-
ცია,,რიცხვი 7 ჩვენს ცხოვრებაში”
 
გაკვეთილის მსვლელობა
 
 
შესამზადებელი სავარჯიშოები: (7წთ)
 
-დავითვალოთ გუნდურად    ათამდე(წაღმა -უკუღმა);
-რომელია 6-ის წინა რიცხვი?
-რა რიცხვებია 6-ზე ნაკლები?
-რომელი რიცხვების მიმატებით ვღებულობთ 6 -სს.
-რა მიიღება თუ 6+1?
რა რიცხვია 6-ის მომდევნო?
-რომელი რიცხვია ნაკლები 6 თუ 7?
-რომელი რიცხვია მეტი 7 თუ 5? და ა. შ.
 
  ამოცანები:       (3 წთ)
 
-ლიკამ  ტყეში 3 სოკო იპოვა,გიამ კი 4.სულ რამდენი სოკო უპოვიათ ბავშვებს?
 
წერითი დავალებები       (20 წთ)
 
ბავშვებს ეძლევათ დავალება დახატონ  2 წითელი და 5 ლურჯი წრე.
   დახატონ 3 მწვანე და 4 ყვითელი სამკუთხედი(თან მიუწერონ რა მოქმედება შესრულდა.)
 
სრულდება სახელმძღვანელოში მოცემული ტესტური დავალებები
 
 
დაალაგეთ რიცხვები ზრდადობის მიხედვით:
    3,1,7,5,4,6,2.
დაალაგეთ რიცხვები კლებადობის მიხედვით:
 6,4,7,2,3,5.
 
ბავშვებმა სხვადასხვა საგანთა გამოყენებით შეადგინონ შვიდეულები.
ბავშვებმა სხვადასხვა რაოდენობების  გროვებში უნდა გაარკვიონ რომელშია 7 საგანი.
 
      
საგანთა პერიოდული განლაგება      (3 წთ)
 
მწვანე და წითელი ჩხირები განალაგონ შემდეგი წესით:წითელი ჩხირი,ლურჯი ჩხირი,წითელი ჩხირი, ლურჯი ჩხირი.....
ან დახატონ მწვანე წრე, ყვითელი სამკუთხედი, ცისფერი კვადრატი,მწვანე წრე, ყვითელი სამკუთხედი, ცისფერი კვადრატი.....
 
გაკვეთილის ბოლოს ბავშვები ეცნობიან პრეზენტაციას,,რიცხვი 7 ჩვენს ცხოვრებაში”
                                                                      (5 წთ)                        
საშინაო დავალებების მონიშვნა  (2წთ)
დიფერენცირებული სწავლება
--------------------------------------
 
 
 
                                            შეფასების   ცხრილი
 
 
ფასდება
მინიმალური*
საშუალო **
მაქსიმალური***
სააზროვნო უნარ- ჩვევა
ნელა აზროვნებს,დახმარების გარეშე უჭირს  მიცემული  დავალებების შესრულება.
ზოგჯერ სჭირდება დახმარება
დამოუკიდებლად ,დახმარების გარეშე აზროვნებს სწორად
ჩართულობა
გაკვეთილის პროცესში პასიურადაა ჩართული
გაკვეთილის პროცესში ზოგჯერ პასიურობს
ყოველთვის აქტიურია
წერითი დავალებები
ასრულებს წერით დავალებებს ,მაგრამ შეცდომით
ასრულებს მიცემულ დავალებებს ,მინიმალური შეცდომით
უშეცდომოდ ასრულებს დავალებებს,ლამაზი ნამუშევარია.

No comments:

Post a Comment